ყველა ტრენინგი
ტრენინგიდარეგისტრირდი
„სისტემური დაავადებები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში – მაღალი რისკის პაციენტები“.
📌 9 უპგ ქულა სტომატოლოგებისთვის. 📌 აკრედიტაციის ნომერი: 1349 📌 ხანგრძლივობა: 2 დღე • I დღე – 6 საათი • II დღე – 3 საათი
May 15, 2026
თბილისი, დოლიძის 24 სასწავლო ცენტრი
2 დღე, 9 საათი.
გააზიარე:გაზიარებაგაზიარება Facebook-ზე
დეტალები
საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაციის პროფილური საგანმანათლებლო ტრენინგი სტომატოლოგებისთვის!!!
საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია გთავაზობთ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას სტომატოლოგებისთვის:
„სისტემური დაავადებები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში – მაღალი რისკის პაციენტები“
- აკრედიტაციის ნომერი: 1349
- უწყვეტი პროფესიული განათლება: 9 უპგ ქულა
- ხანგრძლივობა: 2 დღე
• I დღე — 6 საათი
• II დღე — 3 საათი
📌 რეგისტრაციის შემთხვევაში დასწრება სავალდებულოა.
კურსის გავლის შემდეგ 9 უპგ ქულის შეგროვება შეუძლია შემდეგ სფეროში სერთიფიცირებულ ექიმ სტომატოლოგებს:
1. ყბა-სახის ქირურგია
2. თერაპიული სტომატოლოგია
3. ორთოპედიული სტომატოლოგია
4. ორთოდონტია
5. ქირურგიული სტომატოლოგია
6. ზოგადი პროფილის სტომატოლოგია
7. ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია
8. ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია
პროგრამის მიზანი
ტრენინგის მიზანია სტომატოლოგებისთვის სისტემური დაავადებების ამოცნობის, მართვისა და კლინიკურ პრაქტიკაში უსაფრთხო მიდგომების გაძლიერება, განსაკუთრებით მაღალი რისკის პაციენტებში.
პროგრამის თემები მოიცავს:
1. სისტემური შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების სტომატოლოგიური მანიფესტაციები.
2. ჰემატოლოგიური დაავადებების ორალური გამოვლინებები.
3. ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის სტომატოლოგიური ასპექტები.
4. ქრონიკული დაავადებების გავლენა სტომატოლოგიურ პათოლოგიებზე და მედიკამენტოზური მართვა.
5. სტომატოლოგიური პროცედურების მართვა დიაბეტისა და გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.
6. ორსულობა, ლაქტაცია და პირის ღრუს ჯანმრთელობა.
7. გასტროენტეროლოგიური დაავადებების ორალური გამოვლინებები.
8. სტომატოლოგის როლი ძილის აპნოეს დიაგნოსტიკასა და მართვაში.
9. სისტემური ალერგიული დაავადებები vs ფსევდოალერგიები სტომატოლოგიაში.
პროგრამის წარმდგენები არიან:
1. გელა იმერლიშვილი - ყბა-სახის ქირურგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფელირებული პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ყბა-სახის ქირურგი.
2. თინათინ ადეიშვილი- ექიმი სტომატოლოგი. ბავშვთა და მოზართდა თერაპევტ სტომატოლოგი, ქირურგი.
3. ნინო სანოძე - თსსუ. გ. ჟანიას სახელობოს პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ასისტენტ პროფესორი. პეიდატრი, ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი.
4. ნანო შვანგირაძე - ბავშვთა და მოზარდთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი, ამერიკის გულის ასოციაციის ინსტრუქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი, ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის დამფუძნებელი.
5. ლადო კვაჭაძე - საქართველოს კლინიკური კარდიოლოგიის ასოციაციის დირექტორი და დამფუძნებელი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი კარდიოლოგი.
6. ნებული ნიშნიანიძე - ექიმი გინეკოლოგი. გერმანიის ქალაქ ანკლამში სამეანო გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი.
