ყველა ტრენინგი
ტრენინგიდარეგისტრირდი
„პირველადი გადაუდებელი დახმარება სხვადასხვა ასაკში“
📌 12 უპგ ქულა ექიმებისთვის. 📌 აკრედიტაციის ნომერი: 1284 📌 ხანგრძლივობა: 2 დღე • I დღე – 6 საათი • II დღე – 6 საათი საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია გთავაზობთ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის და მიზნად ისახავს გადაუდებელი მდგომარეობების მართვის თანამედროვე პრინციპების შესწავლას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
June 20, 2026
თბილისი, დოლიძის 24 სასწავლო ცენტრი
2 დღე, 12 სთ.
გააზიარე:გაზიარებაგაზიარება Facebook-ზე
დეტალები
📌 12 უპგ ქულა
📌 აკრედიტაციის ნომერი: 1284
📌 ხანგრძლივობა: 2 დღე
• I დღე – 6 საათი
• II დღე – 6 საათი
📌 რეგისტრაციის შემთხვევაში დასწრება სავალდებულოა
პროგრამის გავლის შემდეგ 12 უპგ ქულის დაგროვება შეუძლია შემდეგ სპეციალობებში სერთიფიცირებულ ექიმებს:
1. პედიატრია
2. ბავშვთა ქირურგია
3. ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
4. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
5. ალერგოლოგია იმუნოლოგია
6. ბავშვთა ენდოკრინოლოგია
7. რევმატოლოგია
8. ბავშვთა ნევროლოგია
9. ონკოლოგია
10. გადაუდებელი მედიცინა
11. დერმატოვენეროლოგია
12. ენდოკრინოლოგია
13. ზოგადი ქირურგია
14. ინფექციური სნეულებები
15. კარდიოლოგია
16. კარდიოქირურგია
17. კლინიკური ონკოლოგია
18. მეანობა გინეკოლოგია
19. ნევროლოგია
20. ნეიროქირურგია
21. ნეონატოლოგია
22. ნეფროლოგია
23. უროლოგია
24. ორთოპედ ტრავმატოლოგია
25. ოტორინოლარინგოლოგია
26. რადიაციული ონკოლოგია
27. რადიოლოგია
28. ბავშვთა რევმატოლოგია
29. საოჯახო მედიცინა
30. სისხლძარღვთა ქირურგია
31. შინაგანი მედიცინა
პროგრამის მიზანი
კურსი მონაწილეებს გააცნობს სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობების ამოცნობის, პირველადი დახმარებისა და ეფექტური მართვის თანამედროვე მიდგომებს ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ასაკში.
პროგრამის თემები
• სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი
• გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ტექნიკა
• დეფიბრილაცია და ავტომატური გარე დეფიბრილატორის (AED) გამოყენება
• სისხლდენების მართვა
• კლინიკური შემთხვევების განხილვა
• უცხო სხეული სასუნთქ გზებში ბავშვთა და მოზარდთა ასაკში
• სისტემური ალერგიული გადაუდებელი მდგომარეობები
• ადგილობრივი ალერგიული რეაქციები
• პირველადი დახმარება გულყრის დროს
• პირველადი დახმარება გონების დაკარგვის დროს
• პირველადი დახმარების დროს გამოყენებული მედიკამენტების ფარმაკოლოგია
რატომ უნდა დაესწროთ?
პროგრამა აერთიანებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი მდგომარეობების დროული ამოცნობისა და მართვისთვის. კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებას და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
