პირველადი დახმარების სრულყოფილი კურსი — სრულიად უფასოდ რეზიდენტებისთვის!
    ყველა სიახლე
    სიახლეებიSeptember 30, 2026

    პირველადი დახმარების სრულყოფილი კურსი — სრულიად უფასოდ რეზიდენტებისთვის!

    საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია რეზიდენტებისთვის ატარებს პირველადი დახმარების პრაქტიკულ და სრულყოფილ სასწავლო კურსს.

    #CPR#ტრენინგი
    "საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია" 9 ოქტომბერს, 17 საათზე ატარებს პირველადი დახმარების პრაქტიკულ და სრულყოფილ სასწავლო კურსს რეზიდენტებისთვის. კურსზე განხილული იქნება: -პირველადი დახმარება გონების კარგვის, სუნთქვის და გულის გაჩერების დროს -უცხო სხეულის გადაცდენა -ტრავმების და სისხლდენების მართვა -სიცოცხლისთვის საშიში ნაკბენების ამოცნობა და პირველადი დახმარება -ანაფილაქსია -გულყრა -სინკოპე კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი **რატომ პირველადი დახმარება?** გადაუდებელ სიტუაციაში სწორად შესრულებულ პირველ ნაბიჯებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, რეზიდენტებს მივცეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარები, რომლებიც მათ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში გამოადგებათ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პირველადი დახმარებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს. რეზიდენტებისთვის ეს არის შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და უნარები სრულიად უფასოდ. ადგილები შეზღუდულია! 📩 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით 593163049, 558105011 #საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია #ცოდნა, რომელიც გადაუდებელ მომენტში მოქმედებად უნდა იქცეს