
განათლება
პაციენტებისთვის
დიარეის მართვა ბინის პირობებში ბავშვთა ასაკში
დიარეა დიარეა ეწოდება ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას (ჩვილებში ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი სიხშირით და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დღეში სამი ან მეტი) სითხის შემცველი ან ძალიან თხიერი განავლოვანი მასებით. ნაწლავთა მოქმედების სიხშირე და კონსისტენცია ცვალებადობს ბავშვის ასაკის, წონისა და მიღებული საკვების ხასიათის მიხედვით, შესაბამისად ვარირებს დიარეის განმარტება.
დიარეა
დიარეა ეწოდება ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას (ჩვილებში ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი სიხშირით და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დღეში სამი ან მეტი)
სითხის შემცველი ან ძალიან თხიერი განავლოვანი მასებით.
ნაწლავთა მოქმედების სიხშირე და კონსისტენცია ცვალებადობს ბავშვის ასაკის, წონისა და მიღებული საკვების ხასიათის მიხედვით, შესაბამისად ვარირებს დიარეის
განმარტება.
მცირე ასაკის ბავშვებს ნაწლავთა მოქმედება ნორმის დროს შეიძლება ჰქონდეთ დღეში 3-10 ჯერ, თუმცა ის განსხვავდება კვების მიხედვით ( ძუძუთი კვებაზეა თუ იღებს ფორმულას).
კონსისტენცია და ფერი ასევე დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და კვებაზე. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს ძირითადად აღენიშნებათ დეფეკაცია თხიერი განავლით, რომელიც შეიძლება იყოს ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი.
ყურადღება!
ხილული სისხლის ან შავი განავლის არსებობა ყოველთვის საჭიროებს ექიმის კონსულტაციას!
დიარეა არ არის დაავადება, ის მრავალი დაავადების სიმპტომია და მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი,
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მისი მართვა, რადგანაც იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას და ზოგჯერ ლეტალურ შედეგსაც.
დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
ვირუსები
ბაქტერიები
პარაზიტები
ანტიბიოტიკები
დეჰიდრატაციის ნიშნები:
წყურვილი პირის ღრუს მშრალი ლორწოვანი, დახეთქილი ტუჩები ცრემლების არარსებობა ტირილის დროს, შარდვის შემცირება, ჩავარდნილი თვალები, ჩავარდნილი ყიფლიბანდი,
ქცევის შეცვლა (ძილიანობა).
როგორ ვკვებოთ ბავშვი დიარეის დროს?
თუ გამოხატული არ არის გაუწყლოვნების ნიშნები, ბავშვმა უნდა გააგრძელოს თავისი რეგულარული კვება, თუ ექიმმა სხვა რეკომენდაცია არ მისცა. დეჰიდრატაციის დროს
გამოყენებული უნდა იქნეს ელექტროლიტური ხსნარები, რის შემდეგაც ბავშვი შეძლებს რეგულარული კვების გაგრძელებას.
რეკომენდაციები თუ ბავშვი არ არის დეჰიდრატირებული, მოიცავს:
ბავშვებს შეუძლიათ გააგრძელონ ძროხის რძის პროდუქტების მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღენიშნებათ ძროხის რძეზე დადგენილი ალერგია.
რეკომენდებული საკვები მოიცავს რთული ნახშირწყლების (ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი), უცხიმო ხორცის, იოგურტის და ბოსტნეულის კომბინაციას.
ცხიმიანი საკვები რთულად შეიწოვება და თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ბავშვის საკვების არასაჭირო შეზღუდვა და მხოლოდ სითხის მიცემა იწვევს საკვების
ნივთიერებების (კალორიების და/ან ცილების) არასათანადო მიღებას, რამაც შეიძლება უფრო გაახანგრძლივოს დიარეა (ე.წ შიმშილის განავალი) ღებინების რისკის შესამცირებლად საკვები უნდა მივცეთ უფრო ხშირად და მცირე
ულუფებით.
ორალური რეჰიდრატაცია:
მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოვნების შემთხვევაში ბავშვს უნდა მიეცეს ორალური ელექტროლიტების ხსნარი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში. ის შეიცავს
გლუკოზას და ელქტროლიტებს ზუსტი პროპორციით, რაც იკარგება დიარეის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ სახლში დამზადებული ელექტროლიტების ხსნარი. ასევე
არ არის რეკომენდებული გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების, ჩაის, ჟელატინის, ხილის წვენის და ბრინჯის ნახარშის მიღება.
ორალური სარეჰიდტრატაციო ხსნარი არ კურნავს დიარეას, მაგრამ მკურნალობს დეჰიდრატაციას, რომელსაც იწვევს დიარეა. ის უნდა მიეცეს წონის და გაუწყლოვნების
ხარისხის მიხედვით, ყოველ 2-3 წუთში შპრიცის ან ფინჯნის საშუალებით.
თუ პაციენტს გამოხატული აქვს მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნები ან არ შეუძლია სითხის მიღება, ბავშვს ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია და ინტრავენური ინფუზია.
მედიკამენტები:
ანტიბიოტიკები ძირითადად არ გამოიყენება, თუ არ არის მაღალი ეჭვი კონკრეტულ ბაქტერიულ გამომწვევზე.
ანტიდიარეული მედიკამენტები ბავშვთა ასაკში არ გამოიყენება, რადგანაც სარგებელი არ აჭარბებს რისკს. შეიძლება მოხდეს დაავადების შენიღბვა და დაგვიანდეს საჭირო მკურნალობა.
პრობიოტიკები:
ზოგიერთი კვლევის თანახმად, პრობიოტიკების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დაავადების ხანგრძლივობა 12-დან 24 საათამდე. ამდენად პრობიოტიკების გამოყენება არ არის უკუნაჩვენები, მაგრამ მათი სარგებელი შეიძლება მცირე იყოს.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს თუ ბავშვს აღენიშნება:
სისხლიანი დიარეა უარს ამბობს საკვების და სითხის მიღებაზე
ზომიერი და მძიმე დეჰიდრატაცია, მუცლის ტკივილი,
ქცევის ცვლილება, მრავალჯერადი ღებინება.
გააზიარე:გაზიარებაგაზიარება Facebook-ზე
