ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა – რეკომენდაციები მშობლებისთვის
    განათლება
    პაციენტებისთვის

    ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა – რეკომენდაციები მშობლებისთვის

    როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა? გაუხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ. 3 წლამდე გამოიყენეთ ფტორიანი კბილის პასტის ძალიან მცირე რაოდენობა (ბრინჯის მარცვლის/წასმის ოდენობა). 3 წლის შემდეგ – ბარდის მარცვლის ზომის რაოდენობა. ასწავლეთ ბავშვს, რომ კბილის პასტა არ გადაყლაპოს.

    ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა – რეკომენდაციები მშობლებისთვის უნდა მიიყვანოთ თუ არა ბავშვი სტომატოლოგთან? დიახ. ბავშვის პედიატრი რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტების დროს შეაფასებს კბილების ამოჭრასა და პირის ღრუს მდგომარეობას, თუმცა პროფესიული შემოწმების მიზნით პირველი სტომატოლოგიური ვიზიტი დაახლოებით 1 წლის ასაკამდე უნდა განახორციელდეს. „სარძევე კბილები“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი: • ეხმარება ბავშვს ღეჭვასა და მეტყველებაში; • უზრუნველყოფს მუდმივი კბილების სწორ ამოჭრასა და განლაგებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, პირის ღრუს მოვლის დაწყება ადრეული ასაკიდან. ________________________________________ რა ხდება სტომატოლოგთან ვიზიტის დროს? ყოველ ვიზიტზე სტომატოლოგი: • გაწმენდს ბავშვის კბილებს – მოაშორებს დენტალურ ნადებს (პლაქს), რომელიც კბილებზე საკვების ან სასმლის მიღების შემდეგ გროვდება. • შეამოწმებს კბილებს, ღრძილებსა და პირის ღრუს, მათ შორის კარიესისა და სხვა პრობლემების ნიშნებს. ზოგიერთ ვიზიტზე შესაძლოა ასევე ჩატარდეს: • რენტგენოლოგიური გამოკვლევა – კბილის ფესვებისა და ჯერ კიდევ ამოუჭრელი კბილების შესაფასებლად. • ფტორის ლაქის (Fluoride varnish) აპლიკაცია – ფტორი აძლიერებს კბილის მინანქარს და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს. • სილანტის აპლიკაცია ფისურებზე– დამცავი საფარი, რომელიც განსაკუთრებით საღეჭი კბილების ფისურებზე თავსდება და ხელს უშლის ბაქტერიებისა და ნადების დაგროვებას. ________________________________________ როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა? • გაუხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ. o 3 წლამდე გამოიყენეთ ფტორიანი კბილის პასტის ძალიან მცირე რაოდენობა (ბრინჯის მარცვლის/წასმის ოდენობა). o 3 წლის შემდეგ – ბარდის მარცვლის ზომის რაოდენობა. o ასწავლეთ ბავშვს, რომ კბილის პასტა არ გადაყლაპოს. • დღეში ერთხელ გამოიყენეთ კბილის ძაფი, როდესაც კბილები ერთმანეთთან კონტაქტშია. • არ დააძინოთ ბავშვი ბოთლით. თუ დასამშვიდებლად ბოთლი სჭირდება, ერთადერთი უსაფრთხო სითხე წყალია. • თუ უფროსი ბავშვი ჭამის შემდეგ კბილების გახეხვას ვერ ახერხებს, შეუძლია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება. • უზრუნველყავით ჯანსაღი კვება და შეზღუდეთ: o ტკბილეული; o შაქრიანი და გაზიანი სასმელები; o მჟავე პროდუქტები; o სახამებლით მდიდარი წასახემსებლები. • შეზღუდეთ წვენის მიღება. • თუ ბავშვი საწოვარას იყენებს ან თითს წოვს, სასურველია ეს ჩვევა 2 წლის ასაკამდე შეწყდეს, რადგან შეიძლება გავლენა მოახდინოს კბილებისა და თანკბილვის განვითარებაზე. • სპორტის დროს, თუ არსებობს კბილების ტრავმის რისკი, გამოიყენეთ დამცავი კაპა ან სახის დამცავი. • თუ ბავშვს აქვს ბრეკეტები, რეტეინერი ან სხვა ორთოდონტიული აპარატი, საჭიროა მათი რეგულარული გაწმენდა. • ასაკის მატებასთან ერთად ასწავლეთ ბავშვს დამოუკიდებლად და სწორად კბილების გახეხვა და კბილის ძაფის გამოყენება. ________________________________________ კიდევ რა უნდა იცოდეთ? • რძის კბილები, ჩვეულებრივ, 6–10 თვის ასაკში იწყებს ამოჭრას. • ბავშვების უმეტესობას 30 თვისთვის ყველა რძის კბილი ამოსული აქვს. • კბილების ამოჭრის პერიოდში გაღიზიანება და ნერწყვდენა ნორმალურია. დისკომფორტის შესამცირებლად შეიძლება გამოიყენოთ გაცივებული (არა გაყინული) საღეჭი რგოლი ან სველი ტილო. • რძის კბილების მოცვლა, როგორც წესი, 6 წლის ასაკიდან იწყება. • თუ მუდმივი კბილები არასწორად ამოდის ან არასათანადოდ არის განლაგებული, სტომატოლოგმა შესაძლოა ბავშვი ორთოდონტთან გადაამისამართოს ბრეკეტების ან სხვა მაკორეგირებელი აპარატების საჭიროების შესაფასებლად. ________________________________________ როდის უნდა მიმართოთ სტომატოლოგს? აუცილებლად დაუკავშირდით სტომატოლოგს, თუ ბავშვს: • აქვს კბილის ტკივილი; • კბილები მგრძნობიარეა სიცივისა ან სიცხის მიმართ; • მიიღო კბილის ტრავმა (კბილი გატყდა, მოირყა ან მთლიანად ამოვარდა); • აქვს ღრძილების სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი; • გაქვთ შეკითხვები კბილების ამოჭრის, განვითარების ან პირის ღრუს მოვლის შესახებ.